ვლადიმერ ლოსკი – ხატი და მსგავსი (ერთერთი თავი წიგნიდან “დოგმატური ღვთისმეტყველება”)

ხატი და მსგავსი

ანტიკურ ფილოსოფიაში ცოცხლობდა ცოდნა ადამიანის ცენტრალური მდგომარეობის შესახებ, რომელსაც იგი გამოხატავდა “მიკროკოსმოსის” ცნებით. კერძოდ, სტოიკოსთა სწავლებით კოსმოსზე ადამიანის უპირატესობა აისახებოდა იმით, რომ ადამიანი მოიცავს კოსმოსსა და ანიჭებს მას აზრს: რამეთუ კოსმოსი – ესაა დიდი ადამიანი, ხოლო ადამიანი მცირე კოსმოსი.

მიკროკოსმოსის იდეა კვლავ ჩნდება ეკლესიის მამებთან, მათთან იგი მკვეთრად ემიჯნება ყოველგვარ იმმანენტიზმს. არაა არაფერი საკვირველი იმაში, – წერს წმ. გრიგოლ ნოსელი – რომ ადამიანი არის ხატი და მსგავსი სამყაროისა, რამეთუ დედამიწა გარდადის, ზეცა იცვლება და ყოველი მათი შიგთავსი ისეთივე ეფემრეულია, როგორც თვით ზეცა და მიწა”, და აი ანტიკურობის დასასრულის კოსმოსური მაგიის წინაშე ღიმილით წარსდგება თავისუფლება. ისინი ვინც ფიქრობდნენ აღემაღლებინათ ადამიანის ბუნება, ამ ენაწყლიანი დასახელებით – უმატებს წმ. გრიგოლი – ვერ ამჩნევდნენ, რომ ისინი იმავდროულად აჯილდოებდნენ ადამიანს კოღოებისა და თაგვებისათვის დამახასიათებელი თვისებებით”. ადამიანის ნამდვილი სიდიადე მის სამყაროსთან უდავო ნათესაობაში კი არაა, არამედ, მის ღვთაებრივ სისრულესთან თანაზიარობაში, “ხატისა” და “მსგავსების” მასში ჩადებულ საიდუმლოში. “მე მიწა ვარ, და ამიტომაც მიჯაჭვული ვარ მიწიერ ცხოვრებას, – წერს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი – მაგრამ მე ასევე ღმრთაებრივი ნაწილაკიც ვარ, და ამიტომაც ვატარებ მომავალი ცხოვრების სურვილს”.
(more…)

Advertisements
Published in: on დეკემბერი 28, 2013 at 9:43 PM  კომენტარის დატოვება