ედიშერ ჭელიძე – ქრისტიანობა და საზოგადოება

აღნიშნული თემა – ქრისტიანობა და საზოგადოება – უაღრესად მრავალწახნაგოვანია; არც ამ კონფერენციაზე და არც საზოგადოდ, მიზნად არ გვაქვს, რომ ეს პრობლემა ყველა ასპექტით ამოვწუროთ. შევეხებით, ჩვენი აზრით, ყველაზე არსებითს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სხვა წახნაგის მართებული გადაწყვეტისა და გაცნობიერების საშუალებას მოგვცემს. ვფიქრობთ, ეს მართებული გაცნობიერება დევს იმ საფუძველში, რაც გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრებისა და მისი წიაღის – ეკლესიის სულიერ მიმართებას საზოგადოებისადმი, თუ როგორ ჭვრეტს ეკლესია საზოგადოებას. “საზოგადოებად” ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ეკლესიის გარეთ მყოფ ნაწილს კაცობრიობისას, იმიტომ, რომ მრევლი თავისთავად განუყოფელი ნაწილია ეკლესიისა; ეკლესია გახლავთ სამღვდელოებისა და მრევლის ერთიანობა და, შესაბამისად, განვმარტავთ, როგორია ამ მთლიანობის, ამ განუყოფლობის ანუ ეკლესიის მიმართება ამავე ეკლესიის სულიერი გალავნის მიღმა მყოფი კაცობრიობისადმი.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:52 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – “ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა” (იოანე, 20.17)

 

წმ. გრიგოლ ნოსელი

ქრისტეს აღდგომის შესახებ I ჰომილია

 

“ნუღარ ვეძიებთ მკვდართა შორის ცოცხალს, რადგან მის ამგვარად მაძიებელს განირიდებს უფალი, ეუბნება რა: “ნუ შემომეხები მე, არამედ როდესაც ავალ მამასთან, მაშინ შეძლებ, რომ შემეხო”. ეს ნიშნავს: ნუღარ აღიბეჭდავ შენს რწმენაში სხეულებრივ და მონურ ხატებას, არამედ თაყვანი ეცი ღვთის სიტყვად მყოფს, რომელიც არის მამისეულ დიდებაში და ჰგიეს ღვთის ხატებაში, – და არა ხატს მონისას” (Gregorius Nyssenus Opera 9.304.14-306.3).

სრულად ნახვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:48 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ[1]

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე. ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.

ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ “ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია”. მაგალითად, მიუთითებენ: “ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა”. რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით, საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით “შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო”.

სრულად ნახვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:45 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – გზა სამეუფო

ტერმინი “გზა სამეუფო” მომდინარეობს ძველი აღთქმიდან (რიცხვთა 20,17: “გზაი სამეუფოჲ განვლოთ”). გამოთქმა “გზა სამეუფო” უძველესი დროიდანვე დამკვიდრდა ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების აღმნიშვნელად, რაც პირდაპირაა უწყებული ერთ-ერთი წმინდანის მიერ: “მამებმა დაგვიტოვეს ჩვენ გზა სამეუფო” (იხ. წმ. მამათა გამონათქვამები, ამბა პიმენი, “პატროლოგია გრეკა” = “პგ”. ტ.65, 329). ამ გზას დასაბამიდანვე შეერთვოდა საქართველოს ეკლესია.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:42 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – მდიდრისა და ლაზარეს იგავის განმარტება ეკლესიის მამათა მიერ [1]

დიდ ყურადღებას იქცევს საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს ეკლესია მდიდრისა და ლაზარეს შესახებ თხრობას, კერძოდ კი – ლაზარეს საიქიო სამყოფელს, ანუ რა გაგება აქვს ეკლესიურ ტრადიციაში “აბრაამის წიაღს”, სადაც ლაზარე იმკვიდრებს ადგილს.

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ თხრობა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ არის “იგავი” (h( parabolh).

წმ. ფოტი პატრიარქი იმოწმებს ევლოგი ალექსანდრიელს, რომელიც ამბობს: “იგავი” (h( parabolh) ამხელს უგულქვავეს მდიდარს, რომლის კარიბჭესთანაც ლაზარე ეგდო” (ბიბლიოთეკა, კოდ. 280; PG. 104, col. 349).

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:40 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – ეკლესიის მამათა სწავლება ავაზაკისა და სამოთხის შესახებ [1]

საკითხი მაცხოვართან თანაჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ (რომელსაც, მონანულს, მაცხოვარმა აღუთქვა, რომ “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”) უაღრესად მნიშვნელოვანია.

აურაცხელი გაუკუღმართება და ფსევდოგანმარტებანი ლუკას სახარების ამ მონაკვეთთან დაკავშირებით (იხ. ლუკა 23. 39-44) სათავეს იღებს თვითნებური განსჯებიდან, ეკლესიის მამათა სწავლებების იგნორირებიდან.

შესაბამისად, აუცილებელი ჩანს იმ განმარტებათა კრებსითად წარმოდგენა, რაც ეკლესიის მამებს ეკუთვნით. აღნიშნული განმარტებანი უმტკიცეს საფუძველს გვიქმნის უაღრესად მყარი დასკვნების გამოსატანად.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:37 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – იცის თუ არა იესო ქრისტემ მეორედ მოსვლის დღე და საათი თავისი კაცობრივი ბუნებით?[1]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო მსჯელობა გვქონდა ჩვენს ადრინდელ წერილში: “არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა” (იხ. გაზ. “თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია”, №5, მაისი 1999, გვ. 5-6). აღვნიშნავდით, რომ თუმცა მაცხოვრის კაცობრივი ბუნება, როგორც ყოვლითურთ ჩვენეული, ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა ჩვენს არსობრივ თვისებას და, შესაბამისად, ამავე (მაცხოვრისეულ) კაცობრივ ბუნებას როგორც პირობითად ცალკე აღებულს (ე.ი. პირობითად ჩვენს გონებაში საღვთო ბუნებისგან განცალკევებით წარმოდგენილს), რა თქმა უნდა, თავისთავად სამომავლო საქმეთა უმეცრების თვისებაც ჰქონდა, მაგრამ რადგან ეს პირობითობა მხოლოდ ფიქრისმიერია ანუ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მხოლოდ ჩვენს გონებაში თუ შეგვიძლია წარმოვსახოთ საღვთო ბუნებისგან განცალკევებულად, სინადმვილეში კი ამგვარი განცალკევება, ცხადია, არანაირად არ დაიშვება, ამდენად, როდესაც სინამდვილეზე ანუ საკუთრივ მაცხოვარზე (პიროვნებაზე) ვსაუბრობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ მის საღვთო და ადამიანურ ბუნებათა სრულ შეურევნელ განუყოფლობას. ეს ნიშნავს:

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:33 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების შესახებ

ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ[1]

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიოფიზიტური სწავლებით მაცხოვრის სხეული, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვებისა, ემსგავსებოდა ჩვენს “ცოდვის ხორცს” მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ღვთის სხეული არ შეიცავდა რომელიმე ბუნებით ანუ მემკვიდრეობით თვისებას ჩვენი სეულისას. მაცხოვრის კაცობრივი სხეული ყოვლად თავისუფალი იყო მხოლოდ მემკვიდრეობითი ცოდვილობისაგან, მემკვიდრეობითი ცოდვისმიერი გაუკუღმართებისაგან, ცოდვისმიერი წახდენისაგან, მაგრამ იგი ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა მემკვიდრეობით, ყველა ბუნებით თვისებას ჩვენი სხეულისას, როგორებიცაა: ხრწნადობა, მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა (ძვ. ქართ. “ვნებადობა”, ბერძნ. to paqhto/n). მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ აღდგომისას შეიძინა იმავე სხეულმა უხრწნელება, უკვდავობა, ტკივილგანუცდელობა (“უვნებელობა”, ბერძნ. a)paqeia).

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:25 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – ცხონების აღმოცისკრება

მორწმუნე მრევლის წინაშე სამწუხარო მისიით წარდგომა გვიწევს. იძულებულნი ვართ, საჯაროდ განვაცხადოდ, რომ საქართველოში თავი იჩინა ახალმა, გაუგონარმა მწვალებლობამ, – გაუგონარმა თავისი მკრეხელობით, უმეცრების ხარისხით, გაკერპებისა და კადნიერი შეუსმენლობის უკიდურესობით.

საქმე ეხება, – არც მეტი, არც ნაკლები, – უფლის ნათლისღების უწმინდესი და უდიდესი დღესასწაულის, 6 იანვრის სრულ დაგმობას, მის შეგინებას და, შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, მაცხოვრისა და სულიწმინდის ღმერთობის უარყოფას.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:22 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – უძველესი წყარო ორმოცდაათდღიანი მსგეფსის ანუ ხსნილის შესახებ (აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

“დიდი სჯულისკანონის” ძველ ქართულ ხელნაწერებში (A 76, K 17, H 1670) დაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: “კანონი სამეოცდამეცხრე წმიდათა მოციქულთა ოთხშაბათ-პარასკევთათჱს” (გამოცემულია კ. კეკელიძის მიერ. იხ. ”ეტიუდები”, IX, თბ. 1963, გვ. 84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე, სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითითებულია ისიც, თუ როდის არის ეს დღეები (ოთხშაბათ-პარასკევი) ხსნილი ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV ს-ის საღვთო მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:19 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – წყლის დასხმითი წესით აღსრულებული ნათლობის შესახებ

ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ. ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები, როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, – იგივეა დღესაც, რაც ადრე იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ – სომხურს და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას, ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 9:05 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – პირჯვრისწერის შესახებ

ჩვენი შემდგომი მსჯელობის თემა არის პირჯვრისწერის საკითხი. ძველმართლმადიდბელთა აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართული საჩვენებელი თითი და შუათითი.

ბ-ნი მ. ჩახავა გვაუწყებს: “განკვეთილად მიიჩნევენ პირჯვრის გადასაწერად და კურთხევის გასაცემად დადგენილი თითების წყობის უარმყოფელთ” (დასახ. წიგნი, გვ. 35). იგივე ავტორი აღნიშნავს: “ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლური ბეჭედი არ შეიძლება ორნაირი იყოს” (ღვთიური გზა, 3, გვ. 8).

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:58 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – იაკობ გოგებაშვილის წმინდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით

იაკობ გოგებაშვილი, ყველა ქართველისთვის ახლობელი სახელი, იშვიათი პატივითაა შემკობილი. მისმა მთავარმა ნაშრომმა, ”დედაენამ”, დროის გამოცდას მეტნაკლებად გაუძლო და დღესაც რჩება ღირსეულ ძეგლად. მეტიც, ეს ძეგლი, მცირედით რედაქტირებული, ხელმეორედ იმკვიდრებს ადგილს ქართულ სკოლებში.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც გვიწევს აუცილებელი და მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს მოღვაწის საერო სახელგანთქმულობა, თუ ამ სახელგანთქმულობას წინ არ უძღვის და ყოვლითურთ არ მსჭვალავს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო ცხოვრების წესი, იგივე ცხონების წესი, რაც, გავიმეორებთ, ასე ფორმულირდება:

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:53 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზების შესახებ

აკაკი წერეთელი უდიდესი საერო მოღვაწეა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა არაერთგზის მხურვალედ გამოხატა თავისი განსაკუთრებული პატივისცემა პოეტისადმი და, დამსახურებისამებრ, მიაგო მას ყველა სახის უაღმატებულესი პატივი, რაც კი საერო მოღვაწეთაგანს ვისმე სააქაოში წილად ხვდომია.

აღნიშნულის მიუხედავად, აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს ვერც პიროვნების საერო სახელგანთქმულობა, ვერც ავტორიტეტის მქონე პერსონათა პირადი გუნება-განწყობანი.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:50 PM  კომენტარის დატოვება  

ინტერვიუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ ჭელიძესთან

– ბატონო ედიშერ, თქვენ სასულიერო აკადემიის დაარსებიდანვე მის კედლებში მოღვაწეობთ. როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სასულიერო აკადემიაში?

– შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიასა და აკადემიაში თითქმის ერთროულად მოვედი: დაახლოებით 1987 წელს გარკვეულ პირთა შუამდგომლობით პირველად შევხვდი უწმიდესსა და უნეტარესს, კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. ჩემი შეხვედრა ერთ კონკრეტულ ფაქტთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში ჯერ კიდევ ძნელად მოიპოვებოდა ქრისტიანული ლიტერატურა. უცხოეთიდან გამოვიწერე მეცნიერული თვალსაზრისით ფუნდამენტური გამოკვლევის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნის მიკროფილმი, გავაკეთებინე მისი ფოტოფირი და ეს ნაშრომი მეცნიერულად შევისწავლე. წიგნის ავტორი გახლავთ ი. კვასტენი, რომელმაც ინგლისურად გამოაქვეყნა სამტომეული, ფუნდამენტური ნაშრომი ”პატროლოგიის” სახელწოდებით. შემდეგ ეს წიგნები დაუყონებლივ ითარგმნა ფრანგულად და დღეისათვის ფრანგული თაარგმანი უფრო ხელმისაწვდომია.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:47 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – პეტრე იბერის თაობაზე

საკითხი პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობის შესახებ იმდენად გამორკვეულია მართლმადიდებელ ეკლესიაში V ს-დანვე, იმდენად აბსოლუტურად ერთაზროვნად და ურყევადაა ეს ფაქტი დადგენილი საუკუნეების მანძილზე, რომ ამ მხრივ დღეს რაიმე სერიოზული მსჯელობის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი განჩინების ეჭვის ქვეშ დაყენება და, შესაბამისად, უკიდურესი შეურაცხყოფა ეკლესიის უცთომელობის დოგმატისა. 

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:40 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – ანგელოზთა რომელი დასის წევრები არიან მიქაელი და გაბრიელი?

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე

”წმინდა გრიგოლმა უთხრა ნეტარ ფებრონიას: ”რა გითხრა შენ ანგელოზმა?” მართლაც, ღმერთი იყო ყოვლითურთ მათ შორის” – შდრ. ”წმიდამან გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: ”რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?” რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის”.

სრულად წაკითხვა


Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:36 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – ანგელოზთა იერარქიის შესახებ

ერთერთი სქოლიოდართული წმგრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე

წმინდანის ანგელოზთა დასში შერაცხვა და ზეციურ საკურთხეველთან მარადიული მსახურების ღირსად მისი გახდომა აღძრავდა ინტერესს იმის შესახებაც, თუ რომელი მოღვაწე კონკრეტულად რომელ ანგელოზურ დასში იმკვიდრებდა ადგილს. წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში გრიგოლის აღსასრულის აღწერისას თქმულია, რომ იგი “მონაზონთა ერისთავის” ანტონი დიდის დასში იქნა განწესებული (“ყოველთა მართალთა შორის დასსა მასმონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსაშინა დაუღამებელსა“, . 84), მაგრამ თუ რომელ ანგელოზურ დასში მკვიდრობდა თვით ანტონი დიდი, ანუ, საზოგადოდ, სხვა ღირსეული ბერ-მონაზვნები, ამის შესახებ პირად თვალსაზრისს ვხვდებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფესთან, ნიკიტა სტითატთან.

სრულად წაკითხვა

Published in: on ივნისი 14, 2011 at 8:29 PM  კომენტარის დატოვება