ედიშერ ჭელიძე – წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობისა და “ბუნებითი ღმერთობის” შესახებ

“ქართლის ცხოვრებაში” შემავალი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცნობილი ნაშრომი “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, რომლის მიმართ, სარწმუნოებრივ-საღვთისმეტყველო გაგებით, ბოლო ხანებში სერიოზული გაუგებრობა აღმოცენდა. საქმე ეხება საკითხს წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აღნიშნულ საკითხზე წლების წინ ჩამოვაყალიბეთ და არაერთ საჯარო თუ რადიო ლექციაში არსებითი ნაწილი მსმენელამდე მივიტანეთ კიდეც, მაინც, ზოგადადაც და კონკრეტულად ხსენებული ძეგლის ხელახალი გამოცემის პერსპექტივაში, კვლავაც სრულიად აშკარაა წამოჭრილი პრობლემის საგანგებო განხილვის აუცილებლობა.

სრულად წაკითხვა

Published in: on ოქტომბერი 27, 2011 at 11:08 PM  კომენტარის დატოვება  

“უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები” (ფილიპ. 3.13)

ერთ-ერთი სქოლიო, დართული “სათნოებათმოყვარეობის” ქართულ თარგმანზე

 

“წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ” – ტერმინი “წინ გავწვდებით” ბერძნულში ასეთი შესატყვისითაა წარმოდგენილი: ἐπεκτεινώμεθα (რუს. воспростремся). აღნიშნული ტერმინი, რასაც უდიდესი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს, მარადიული სულიერი წინსვლის ანუ მარადმზარდი სულიერი პროგრესის, განღმრთობის გზაზე მარადგაძლიერებადი სულიერი წინწვდომის, ღვთისკენ მარადისი წინგაწვდომის შინაარსით გამოყენებულია პავლე მოციქულის მიერ, რომლის განმაღმრთობელ სწავლებას ქვემოთ სრულად დავიმოწმებთ:

სრულად წაკითხვა

Published in: on ოქტომბერი 27, 2011 at 10:55 PM  კომენტარის დატოვება  

ედიშერ ჭელიძე – დოგმატი და იკონომია

ეკლესიის მამათა მოღვაწეობა, როგორც ამას მკაფიოდ წარმოაჩენს საეკლესიო ისტორია, ყველა ეპოქაში განისაზღვრებოდა და განისაზღვრება ორი ნიშანთვისებით. ესენია: დოგმატი და იკონომია, რომელთაგან პირველი, დოგმატური მოღვაწეობა, გულისხმობს ღვთივბოძებული უცთომელი და შეუძრავი სწავლების დამკვიდრებას კაცობრიობაში როგორც კაცობრიობის გადარჩენის, მისი ცხონების, ცოდვისგან მისი გათავისუფლების ერთადერთ საფუძველს, ხოლო მეორე, იკონომია, პრაქტიკაში თავისი გამოვლენის მასშტაბით შთამბეჭდავად ადასტურებს, რომ ეკლესია არა მხოლოდ მკაცრი მამხილებელია, არათუ დაუყოვნებლივ მომკვეთელია უკეთურებისა და ამ უკეთურების ნებსით დამონებული ადამიანებისა, არამედ იგი, ამავე დროს, ბუნებითი პედაგოგია, აღმზრდელია, მშობლისებრ დამმოძღვრელია.

სრულად წაკითხვა

Published in: on ოქტომბერი 27, 2011 at 10:52 PM  კომენტარის დატოვება