წმიდა ფოტი პატრიარქი (810-893) – კითხვა მიგებანი

შეკითხვა 126-:

როდის მოინათლნენ მოციქულები და ვის მიერ?[1]

ვხედავთ, რომ მოციქულებმა მიიღეს იოანეს ნათლისღება ქრისტეს ვნებამდე, ხოლო მაცხოვარს ვიდრე ვნებამდე არ მიუცია სხვა ნათლობა, რათა არ დაერღვია მას იოანეს ქადაგება და არ მიეცა საბაბი მოქიშპე იუდეველებისათვის, რომ თითქოს მან იოანე ნათლისმცემლის დასაგმობად თავისი ნათლობა შემოიტანა. მართლაც, მაცხოვარი სრულყოფს დანაკლისს და ნათლავს არა წყლით, არამედ სულით, როგორც თვითვე ამბობს: ”თქვენ მოინათლებით სულიწმინდით არამრავალი დღის შემდეგ” (საქმე 2,5), ცხადია, იგულისხმება ათი დღე. ამრიგად მოციქულებს ეძლევათ წინასწარგანწესებული ათი დღე რწმენის გამოსაწრთობად, რადგან როდესაც დაცხრა მადლი და არავინ ჩანდა აღთქმულთაგანი, მაშინ გამოიცდებოდა მათი რწმენა, რამეთუ სასოებას მაშინ დაუდგა ჟამი, რომ ურყევობა მოენაყოფებინა.

ამრიგად, სულით ნათლობა იგივეა, რაც სულიწმინდის მიღება. ასე რომ, მოციქულები მონათლულები იყვნენ წყლით[2] ვიდრე ვნებამდე. და იყო ის ემბაზი ცოდვათა მისატევებლად, მაგრამ არა სულიწმინდასთან საზიარებლად. ხოლო ის, რომ იოანემ მონათლა მოციქულები, ამას ააშკარავებს უფალი, როდესაც ფეხთაბანის დროს ეუბნება პეტრეს, რომელიც არ თანხმდებოდა მას: ”განბანილს აღარ აქვს დაბანის საჭიროება, გარდა ფეხებისა” (იოანე 13,10). ამის თქმით უფალმა ცხადყო, რომ იოანესეული ნათლობით განბანილი იყო არა მხოლოდ პეტრე, არამედ – სხვა მოციქულებიც, რადგან იმათაც მხოლოდ ფეხები დაჰბანა მან. ამრიგად, მაცხოვარს არ უარუყვია იოანესგან აღსრულებული ნათლობა სინანულისა და ცოდვათა მიტევებისა, არამედ სრულყო (ἐτελείωσε) მან იგი, შეჰმატა რა ყოვლადწმინდა სულის საბოძვარი.

(more…)

Published in: on ივნისი 18, 2013 at 11:29 AM  კომენტარის დატოვება  

კლიმენტი ალექსანდრიელი – ექსცერპტები “სტრომატას” V წიგნიდან

“არც ცოდნაა რწმენის გარეშე, არც რწმენაა ცოდნის გარეშე” (სტრ. V.1.3)

”რწმენიდან ცოდნისაკენ” (V.1.1.4).

“რწმენა არის ყურნი სულისა” (V.1.2.1).

”რწმენით ვცხონდებით” (ეფეს. 2,5), თუმცა არა კეთილ საქმეთა გარეშე, არამედ ბუნებითად ვართ რა კეთილისაკენ, საჭიროა მისდამი გულმოდგინების გამომუშავება” (V.1.7.2).

(more…)

Published in: on ივნისი 18, 2013 at 11:26 AM  კომენტარის დატოვება